რევოლუციური სტრუქტურა. საიმედო ოპერაცია
T16-ის ახალი, მოდულარული დიზაინის საშუალებით დრონი იწყობა მარტივად და აჩქარებს ყოველდღიურ სამუშაოებს. კარბონის მსუბუქი, თუმცა ძლიერი კორპუსი დაკეცილ მდგომარეობაში, გაშლილთან შედარებით, მხოლოდ 25%-ს იკავებს, ხოლო IP67 სტადარტი, იცავს დრონის კომპონენტებს წყლისა და მტვრის ნაწილაკებისგან. ელემენტიც და სითხის ავზი მარტივად შეცვლადია, რაც კიდევ უფრო ამარტივებს დრონის გამზადების პროცესს და ამცირებს დროს დაჯდომიდან აფრენამდე
განახლებული რადარი. გამარტივებული ოპერაცია
T16-ის განახლებული რადარი კიდევ უფრო დაცულია სინათლისა და მტვრისგან და შესაბამისად უფრო უსაფრთხოა ფრენა დღისით და ღამით. გაძლიერებული წინა და უკანა ხედვის, 100°-იანი კუთხის აღქმის შესაძლებლობა აორმაგებს ფრენის უსაფრთხოებას მის წინა მოდელთან შედარებით. მას ასევე შეუძლია ამოიცნოს მიწის ზედაპირი დახრის კუთხე და წინასწარ მოერგოს მას ავტომატურად ყველაზე რთულ რელიეფურ ადგილებშიც კი. აღნიშნული ინოვაციური რადარი ასევე აღჭურვილია ციფრული სხივის ფორმირების ტექნოლოგიით (DBF Technology), რომელიც მხარს უჭერს 3D წერტილოვან-ღრუბლოვან ფოტო რეკონსტრუქციას, სწრაფად აღიქვამს გერმო ცვლილებებს და ხელს უწყობს დაბრკოლების თავიდან აცილებას.
*DBF Imaging Radar: 3D Point Cloud Imaging
სხვადასხვა საჭიროება. სხვადასხვა რეჟიმი.
T16-ს გააჩნია სხვადასხვა სახის ფრენის რეჟიმები სწორი და მთიანი რელიეფისთვის და ბაღებისთვის. ერთ სამართავ პულტს საშუალება აქვს დაუკავშირდეს და ერთდროულად მართოს 5 ცალი T16 დრონი, რითაც საგრძნობლად აჩქარებს შეწამვლის პროცესს.
მთიანი რეგიონი - ძლიერი ძრავები და აღმართის კუთხის განსაზღვრის ტექნოლოგია აადვილებს ოპერირებას მთიან რელიეფზე.
ბაღები - გამოიყენეთ DJI TERRA შესაწამლი ტერიტორიის 3D მოდელის შესქმნელად და ხე-ხილის იდენტიფიცირებისთვის ხელოვნური ინტელექტის საშალებით. შემდგომ კი შექმენით 3D ოპერაციის გეგმა ხეების განაწილებისა და სიმაღლის მიხედვით.
სწორი ზედაპირი - A-B რეჯიმი, მარშუტის რეჟიმი და ხელით მართვის რეჟიმი საშუალებას იძლევა მოერგოს ნებისმიერი სახის მოთხოვნას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს შეწამვლის დროს.
კომპლექსური მიდგომა. გონივრული გადაწყვეტა.
DJI მიზნად ისახავს მცენარეთა დაცვა გახადოს უფრო ეფექტური და ჭკვიანი. დრონები და ეფექტური ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესებს, აუმჯობესებს წარმადობას და ამცირებს ხარჯებს.
1. Phantom 4 RTK
2. DJI Terra
3. DJI Agriculture Management Platform
სანტიმეტრების სიზუსტის სპოზიციონირების მქონე ზუსტი მონაცემების შეგროვება. 247 აკრის გამოსახულების მიღება 25 წუთში.
მეფინგი რეალურ დროში
2D/3D მოდელირება
AI ოპერაციის დაგეგმვა
ოპერირების მონაცემების მენეჯმენტის პერსონალის მართვა.
4. Agras T16
ეფექტური მუშაობა. 24.7 აკრი, 1 საათში.