top of page

ენერგეტიკა

უსაფრთხო და ეფექტური ინსპექცია

ქარი

ქარის ტურბინები წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევას ინსპექტირებისთვის. თანამედროვე მეთოდები მოიცავს მომუშავე ჯგუფის სიმაღლეზე აშვებას, რაც თავის მხრივ საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. შედეგად, ყველა ინსპექტირება მოითხოვს ბევრ დროს  ტექნიკურ-საორგანიზაციო მიზეზებით და ასევე  დეტალურ დაგეგმვას, რაც ამცირებს ენერგიის მიღების  საერთო ეფექტურობას.
 

ქარის ტურბინებზე უპილოტო საფრენი აპარატით ინსპექტირება ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. დრონებს შეუძლიათ ზუსტად და აკურატულად იფრინონ ტურბინების ახლოს, რაც ავტომატურად გამორიცხავ ადამიანური რესურსის საფრთხის ქვეშ დაყენებას. ისეთი მოწინავე სენსორებისა და დაბრკოლებების თავიდან არიდების ტექნოლოგიების წყალობით, როგორებსაც Matrice 200 სერიის დრონები ფლობს, უზრუნველყოფს, რომ ძლიერი ქარის შემთხვევაში პილოტის ტექნიკურმა შეცდომამ არ გამოიწვიოს შეჯახება.

e79079dfe0aaf9916f41a3374576e367.png
DJI-Matrice-200-1-Hardware-Pro.jpg
DJI_Zenmuse_H20T_01_2500x2500_675af112-0eb6-4518-9171-feaae6b88935_1024x.png
powerlines-1-1170x430.jpg

ელექტრო გადამცემი ხაზები

ელექტროგადამცემი ხაზების დიდ დისტანციაზე გადანაწილებისა და სიმაღლეებიდან გამომდინარე, როგორც წესი მათი ინსპექტირება უამრავ დროსთან, ხარჯთან არის დაკავშირებული და მოითხოვს დიდ ადამიანურ რესურსს. ტრადიციულად, მათი ინსპექტირება მიმდინარეობს სახმელეთო შემოწმებით ან ვეტმფრენების გამოყენებით. ეს ყველაფერი კი უფრო მარტივად და ეფექტურად შეიძლება განხორციელდეს DJI MATRICE 300 RTK-თი, რომელზე მიმაგრებული H20 ან Zenmuse H20T  კამერებით შესაძლებელია დეტალური თერმული და ვიზუალური ზუმ გამოსახულების მიღება.  

 

DJI M600 სერიის მაღალი ტვირთამწეობა ჯგუფებს საშუალებას მისცემს მიამაგრონ მძიმე, სპეციალური სენსორების მქონე კამერები, რომლებიც საჭიროა უფრო სპეციფიკურ სამუშაოებში.  A3  სამართავი პულტით შესაძლებელია მისი D-RTK GNSS სისტემასთან დაკავშირება, სანტიმეტრების დონის სიზუსტის მისაღებად. ასევე, შესაძლებელია ორი დამატებითი სატელიტი და IMU სისტემების დამატება, რაც ჯამში ქმნის დაცვის 6 ფენას და უზრუნველყოფს აბსოლუტურად სანდო ფრენას, ნებისმიერ პირობებში. მას ასევე აქვს SDK მხადაჭერა, რათა შესრულდეს შედარებით მარტივი ინსპექტირება. ამასთანავე, მობილური სადგური შესაძლოა გამოვიყენოთ 5 დრონის ერთდროულად საფრენად, რამდენიმე სეგმენტის ერთდროულად ინსპექტირებისთვის. 

M300_8_W_5000x.png
9e8edbe64176721c78e0b0d49771b4a9_374_374.png
DJI_Zenmuse_H20T_01_2500x2500_675af112-0eb6-4518-9171-feaae6b88935_1024x.png
dji-matrice-200-power-lines.jpg

ნავთობი & გაზი

 

უსაფრთხოება და ეფექტურობა არის თანამედროვე ენერგეტიკის დანადგარების ინსპექტირებისა და გაუმჯობესების საფუძველი. ტრადიციული მეთოდები ყოველთვის იყო გამოწვევებით სავსე, ვინაიდან ხშირად ობიექტები განთავსებულია ძალიან დიდ ტერიტორიაზე და აქვთ კომპლექსური აგებულება.  უპილოტო საფრენი აპარატები იძლევა საშუალებას ყოველი მათგანი უმოკლეს დროში შემოწმდეს საჰაერო გზით. DJI PHANTOM-სა და MAVIC 2-ის სერიის დრონები მარტივად უზრუნელყოფს როგორც მაღალი ობიექტების მონიტორინგს, ასევე ახლოდან ვერტიკალურ ინსპექტირებას.

უფრო რთულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას DJI-ს FLIR-თან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი თერმული კამერები, სენსორები და ინდუსტრიული დრონები, რომლებიც გვთავაზობს გახანგრძლივებულ ფრენის დროს 30 წუთამდე. ამასთანავე,  სპეციალურად DJI MATRICE სერიის დრონებისთვის შექმნილი უახლესი გაზის გაჟონვის დეტექტორისა და პროჟექტორის გამოყენება მნიშვნელოვან გადაწყვეტას სთავაზობს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს. თუმცა, რომელი სისტემაც არ უნდა გამოვიყენოთ, ისინი სწრაფად მოახდენენ სტრუქტურული სისუსტის იდენტიფიცირებას, ცხელი წერტილების დასკანერებას, გაზის გაჟონვის აღმოჩენასდა ბევრ სხვას, რაც მომუშავე გუნდს მისცემს საშუალებას სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და მალევე დაიწყონ პრობლემების აღმოფხვრა. 

d7d7b0_a4801276f46244a285e6fdbd4d628f5f_

Wingsland Z15 პროჟექტორი

u10-uav-based-laser-methane-leakage-dete

U10

გაზის დეტექტორი

M300_8_W_5000x.png
Matrice_600_Pro_40_1000x.webp
P4RTK-Web-Pic-3.png
bottom of page