საზოგადოებრივი უსაფრთხოება
ეფექტური რეაგირება, დრონების გამოყენებით
სწრაფი მონაცემები
მიაწოდეთ სამაშველო გუნდს დეტალური ინფორმაცია ინციდენტსა და მოქმედების გეგმაზე.
DJI-ს დრონები მარტივად აღწევენ მიუდგომელ ადგილებში, რათა სწრაფად აღმაჩინონ დაკარგული ადამიანები. მაღალი ხარისხის თერმული და ზუმ კამერები მაშველ გუნდს საშუალებას აძლევს დაინახოს სითბური გამოსახულება ხეებითა თუ თოვლით დაფარულ ტერიტორიაზე და კამერა მიაახლოვონ სასურველ ლოკაციაზე.
DJI-ს დრონებს შეუძლიათ ეფექტურად დაასკანერონ ზღვა თუ ოკეანე დაკარგულების მოსაძებნად. სამაშველო გუნდს აქვთ საშუალება გამოიყენოს თერმული და ზუმ კამერები, რათა მოძრავი სხეული გაარჩიონ რთული ხედვის პირობებშიც კი.
DJI დრონები გთავაზობთ შემთხვევის ფართო არეალის ვიზუალურ გამოსახულებას, რათა მეთაურებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. დრონის პირდაპირი გადაცემით, მათ შეუძლიათ უფრო ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდეთ სახმელეთო გუნდებთან და ამასთანავე გადასცენ ინფორმაცია ზემდგომ პირებს.
ხანძართან ბრძოლა
ხანძართან განმკლავების პროცესში, ცეცხლში გახვეული შენობებიდან ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა თანაბრად მოითხოვს გმირობასა და უსაფრთხოების ზომების მიღებას, რათა თავიდან ავირიდოთ ცეცხლის ალების გავრცელება. DJI-ს ტექნოლოგია აერთიანებს მაღალი ხარისხის გამოსახულებების სისტემებს, რათა მივიღოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მეხანძრეების უსაფრთხოების გათვალისწინებით.
სამართალდაცვა
ბუნებრივი კატასტროფების მართვა
ბუნებრივი კატასტროფის დროს, რეაგირების ჯგუფები ერთიანდებიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და აღმშენებლობის დასაწყებად. DJI-ს დრონების ტექნოლოგია მაშველებს, ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელ პირებს, სადაზღვეო ორგანოებს და სხვებს აძლევს მონაცემთა სწრაფად შეგროვების საშუალებას, რათა ჰქონდეთ დაზიანებული ტერიტორიის ვიზუალური გამოსახულება, გასცენ შესაბამისი განკარგულებები და დაიწყონ რესტავრაცია.
მისიების შესრულება
ამ მძლავრი საფრენი აპარატით შესაძლებელია ოპერაციის მიმდინარეობის კონტროლი და სავარაუდო საფრთხეების შეფასება ნებისმიერ სიტუაციაში, რატა დაეხმაროს მეთაურებს ეფექტური ბრძანებების გაცემაში.
MATRICE 300RTK
ადაპტირებადიპლატფორმა
ZENMUSE H20
ზუმ კამერა
ZENMUSE H20T
30x ოპტიკური ზუმით
სწრაფი ტაქტიკური გადანაწილების ხელსაწყო
ერთ სივრცეში მოქცეული პლატფორმა ოპერატიულ ჯგუფებს აღჭურვავს მარტივად სამართავი საჰაერო მოწყობილობით და უზრუნველყოფს კრიტიკული სიტუაციების ანალიზისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
M2E DUAL
ადაპტირებადი პლატფორმა
მოდულები
მისიის შესაბამისად
სწრაფი მეფინგი
დრონისა და პროგამების ეს კომბინაცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ ტერიტორიის რუკა, შემთხვევამდე თუ მის შემდეგ, რათა უზრუნველყოთ მზაობა და განახორციელოთ ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობილი შეფასება.
Mavic 2 Pro
პლატფორმა
GS PRO
საფრენი გეგმა
DJI TERRA
პროგრამა მოდელირებისთვის