ZENMUSE X7
სინემატოგრაფიული ხედვის აღზევება
თავსებადობა Inspire 2-თან
5.2K Apple ProRes
35 სენსორი
დინამიური დიაპაზონის 14 სტოპი
6K CinemaDNG
24 MP Stills
ZENMUSE X7 - სუპერ 35 სენსორის მქონე კამერა ინტეგრირებული გიმბალით შექმნილია მაღალი დონის კინემატოგრაფიისთვის, რომელიც გთავაზობთ განსაცვიფრებელ გარჩევადობასა და გამოსახულების ხარისხს. 24MP CMOS სენსორი, დინამიური დიაპაზონის 14 შეჩერებით, გთავაზობთ მაღალი დეტალიზაციის როგორც 6K CinemaDNG-ის, ასევე 5.2K Apple ProRes ფორმატის ვიდეოს.
მსოფლიოში პირველად, X7 შესაძლებლობას შეცვალოთ ლინზები DL-Mount-ის საშუალებთ. 4 ლინზისგან შემდგარი არჩევანი კინემატოგრაფებს საშუალებას აძლევს დაიპყრონ ახალი სიმაღლეები და გადაიღონ ისეთი კადრები, როგორიც მათ წარმოუდგენიათ.
შექმნილია ბრწყინვალებისთვის
X7 იყენებს სუპერ 35 სენსორს, ხოლო წაკითხვის მაღალი სიჩქარე მხარს უჭერს RAW 6K/30fps და 3.9K/59.94fps გამოსახულების ჩაწერას. 26.6 მმ დიაგონალის სენსორის პიქსელების ზომა 3.91µm-ს აღწევს. აღნიშნული სენსორი გაცილებით მგრძნობიარეა სინათლისადმი და გააჩნია უფრო ფართო დინამიური დიაპაზონი, ვიდრე მის წინამორბედ, Zenmuse X5S-ს 12.8 შეჩრებით.
გარდა ამისა, X7-ის SNR შეადგენს 46 dB-ს, 8 dB-თი მეტს ვიდრე X5S. ყველა ეს მახასიათებელი გთავაზობთ შეუზღუდავ კრეატიულ შესაძლებლობებს ყველაზე მრავალფეროვან გადაღებებზეც კი.
S35
სენსორი
6K
CinemaDNG
14 სტოპი
დინამიკური დიაპაზონი
დინამიკური დიაპაზონი
SNR
X5S
X7
ფართო დინამიკური დიაპაზონი
D-Log
LUT
DJI DL-MOUNT სისტემა
ახალი FSI-Cu ტექნოლოგიით X7-ს გააჩნია უფრო თხელი მოწყობილობა ლინზის სამაგრსა და სენსორს შორის, რისი საშუალებითაც სინათლე სენსორზე უფრო ფართე კუთხით აღწევს და ზრდის ფოტომგრძნობელობას. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უფრო თხელი ლინზის სამაგრის დაყენებას. შედეგად ვიღებთ უფრო მცირე კამერას შესანიშნავი გამოსახულებით.
DL-Mount ტექნოლოგიით ენსორსა და ლინზას შორის მანძილი 17 მმ-ზე ნაკლებია - PL-Mount-ის დაახლოებით 1/3. ასეთი კომპაქტური სამაგრის საშუალებით X7 იწონის მაქსიმუმ 630 გ-ს ლინზის ჩათვლით. Zenmuse X7 Inspire 2-თან ერთად იწონის მაქსიმუმ 4 კგ-ს და შეუძლია გადაიღოს ისეთივე სირთულის კადრები როგორც დიდი ტვირთამწე დრონების საშუალებით იღებენ, რომელთა წონაც 40 კგ-მდე ადის.
449 გ
წონა
16.84 მმ
ფლანგის ფოკალური მანძილი
55მმ
დიამეტრი
DL ლინზები
DJI გთავაზობთ ოთხი სახის პრაიმ ლინზებს DL-Mount სისტემისთვის. 16, 24, 35 და 50 მმ-იან ლინზებს გააჩნიათ F2.8 დიაფრაგმა და 8K-მდე გამოსახულების ხარისხი. ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული მჩატე კორპუსითა და აწყობის უახლესი ტექნოლოგიებით აღნიშნული ლინზები შექმნილია X7-ის მაღალი დონის სენსორისთვის.
16.84 მმ
ფლანგის ფოკალური მანძილი
Apple ProRes RAW
DJI-ის აქვს ავტორიზაცია Apple-ს უახლესი Apple ProRes RAW გამოყენებისთვის. Inspire 2-ისა და Zenmuse X7-ის გამოყენებისას თქვენ გაქვთ საშუალება გადაიღოთ 6K 14-bit Apple ProRes RAW ხარისხში, 23.976fps-ით.
მეტი კრეატიულობა
Zenmuse X7-ის სრული პოტენციალის გამოსავლენად, Inspire 2-ში არსებული CineCore ფოტო პროცესინგის სისტემა სრულად განახლდა და ჩანაცვლდა CineCore 2.1-ით. შედეგად, საშუალება გვაქვს 6K/30fps CinemaDNG და 5.2/30fps Apple ProRes ხარისხში გადავიღოთ.
CineCore 2.1-ში ინტეგრირებული ახალი EL რეჟიმი საშუალებას იძლევა ჩაიწეროს მაღალი ხარისხის გამოსახულება ფოტომგრძნობელობის ხვადასხვა დონეზე. ასევე, განახლებული პროცესინგის სუსტემა ამცირებს გამოსახულების არტეფაქტებსა და ხმაურს, სიბელეში აღიქვამს მეტ დეტალს და შედეგად ვიღებთ მაღალი დონის კინემატოგრაფიულ კადრებს.
გაუმჯობესებული გამოსახულების პროცესინგის გარდა, CineCore 2.1-ს აქვს აევე ახალი ფერთა სისტემა, რომელიც კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას იძლევა პროფესიონალებისთვის პოსტ დამუშავებაში.
თამაშის შემცვლელი, გადაღებიდან დამუშავებამდე
ახალი ფერთა სისტემა შედგება უახლესი D-log-ის მრუდისა და D-Gamut RGB ფერთა სივრცისგან. პროფესიონალური სინემატოგრაფიული გადაღებისას D-log-ის გამოყენებით თქვენ იღებთ დინამიური დიაპაზონის 15 გაჩერებას, 2 გაჩერებით მეტს, ვიდრე CineCore 2.0-ით იყო შესაძლებელი. სუსტი განათების პირობებშიც კი, X7 შესანიშნავად ინარჩუნებას დეტალებს და ტოვებს მეტ საშუალებას შემდგომი დამუშავებისთვის.
D-Gamut მოიცავს მთელ DCI-P3 ფერთა სივრცეს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კინემატოგრაფიაში. მორგებული საჰაერო გადაღებისთვის, D-Gamut აღიქვამს მეტ მწვანე ტონებს, და გთავაზობთ შესანიშნავ მწვანე გრადაციას თქვენი კადრებისთვის.
D-Gamut გთავაზობთ ასევე კანის ფერის შესანიშნავ ოპტიმიზაციას და უზრუნველყოფს კაშკაშა ფერებს. D-Gamut-ისთვის შექმნილი 3D-LUT-ის გამოყენებისას კანის ფერის ტონები რბილად გადადის ერთმანეთში, ზედმეტად გახსნილი დიაფრაგმით გადაღების შემთხვევაშიც კი. D-Gamut-ის შექმნისას გათვალისწინებულ იქნა ფერთა დამუშავების სხვადასხვა მეთოდები და წინასწარ აღიკვეთა კანის ფერის გაყვითლება, მაშინაც კი, როდესაც არ გამოიყენება 3D-LUT, რომელიც შექმნილია DJI-ის მიერ, X7-ით გადაღებისთვის.
გაზრდილი დინამიკური დიაპაზონი
იმავე რეჟიმში
CineCore 2.0-ISO 500
CineCore 2.1 EI 800
CineCore 2.1 EI 400
Natural Highlight Roll Off
სურათის განათებისა და კორექციის დროს ფერები გაფერკმთალდება სიკაშკაშის შესაბამისად.
CineCore 2.0
CineCore 2.1
დაბალანსირებული ფერები: მუფრო მარტივი კორექცია
Saturation R/G/B ფერზე დაბალანსებულია დიდი სიფრთხილით
CineCore 2.0
CineCore 2.1
კანის ნაზი ტონირება
CineCore 2.0
CineCore 2.1